“საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალზე თავდამსხმელმა მოთხოვნები შეცვალა.
ამის შესახებ მორიგი ვიდეო ლაივიდან გახდა ცნობილი, რომელიც “ფეისბუქზე” ერთ-ერთ მძევალს ჰქონდა ჩართული.
“დააკლო, მილიონ ნახევარზე ჩამოვიდა. უნდა ფული, 2 გოგოს დაიტოვებს და დანარჩენს გამოუშვებს”, – ამბობს ერთ-ერთი მძევალი.
ვიდეოდან ასევე ირკვევა, რომ ის გოგონა რომელსაც გულის პრობლემები აქვს, თავს კვლავ ცუდად გრძნობს და მარცხენა მხარე ისევ პარალიზებული აქვს.