“რაის ქალები გამოვუშვა, ცეკვა-ცეკვით გამოვალ კიდო” – ბანკზე თავდამსხმელი (ვიდეო)
ქუთაისში, “საქართველოს ბანკში” შეჭრილი თავდამსხმელი მძევლების გაცვლასა და ქალების გაშვებაზე უარს ამბობს.
ერთ-ერთი მძევალი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ შეიარაღებული მძარცველი ყველას უსაფრთხოდ გაშვებას ჰპირდება, თუ მოთხოვნილ თანხას მიუტანენ.
შენობაში მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ის პოლიციის მოახლოების გამო უფრო და უფრო აგრესიული ხდება.
როგორც გავრცელებულ ვიდეოში ისმის, თავდამსხმელი ტელეფონზე საუბრობს, სავარაუდოდ, პოლიციაა კონტაქტზე.
“რაის ქალები გამოვუშვა, ცეკვა ცეკვით გამოვალ კიდო. […] გადით აქედან, თორემ ვისვრი”, – ამბობს თავდამსხმელი.
ასევე, ამ ვიდეოდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მძევალი ქალი შეუძლოდ გახდა. სხვა მძევლების თქმით, მას გული აწუხებს, გაეთიშა სხეულის ცალი მხარე.