ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რამაც რამდენიმე საათით მოძრაობა შეაფერხა.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. სატვირთო ავტომობილს საბურავი დაეშვა, რამაც სავარაუდოდ ავარია გამოიწვია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები