საქართველოს პრეზიდენტი დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცერემონიაში მონაწილეობდა: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და მსოფლიოს 500-მდე ლიდერი.

„საქართველოს პრეზიდენტმა, გუშინ დედოფალ ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.

პრეზიდენტმა 18 სექტემბერს მეფე ჩარლზ III-ის სახელით გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა, დღეს კი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გამართულ მიღებაში“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები