მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციის ნაწილზე: ავანტიურაზე ფიქრს თავი დაანებონ და მუშაობა დაიწყონ

ავანტიურაზე ფიქრს თავი დაანებონ და მუშაობა დაიწყონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ ახალი პროევროპული მოძრაობის დაანონსებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ავანტიურაში გადაშვებისთვის არავითარი მიზეზი და საფუძველი არ აქვს.

„ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ცხელი შემოდგომის დაანონსებაზე საუბრები დაახლოებით იმას მაგონებს, ძირს რომ ვერ ხედავ, ისეთ უფსკრულში კენჭს რომ გადააგდებ მისი სიღრმის გასაზომად და უცნაური მოლოდინი და ცნობისმოყვარეობა რომ გაქვს. დაახლოებით, ამ პოზიციაში იდგა მთელი ოპოზიცია და „გირჩის“ ამ განცხადებებს უსმენდა. უბრალოდ, ამ უფსკრულს ძირი არ აღმოაჩნდა. რა თქმა უნდა, ამ ავანტიურაში გადაშვებისთვის მათ არავითარი მიზეზი და საფუძველი არ აქვთ. ასეთ რაღაცებზე ფიქრს თავი დაანებონ და მუშაობა დაიწყონ. ეს არის ერთადერთი რამ, რის მანდატიც მათ ხალხმა ანდო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ „იმედთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები