ალეკო ელისაშვილი: ცოტა სერიოზულად უნდა ვიფიქროთ რაღაცებზე, ეს ეხება – პირველ ყოვლისა, ოპოზიციონერ კოლეგებს – ხან ვადამდელს აცხადებენ, ხან მდუღარე შემოდგომას გვპირდებიან

“ასეთი გაერთიანება ბევრი გვინახავს, დაშლილიც გვინახავს, დაშლილებში ჩაბარებული, ფეიქრებზე”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციის ახალ მოძრაობაზე საუბრისას განაცხადა.
ელისაშვილი ოპოზიციის ნაწილს მეტი სერიოზულობისა და ნაკლები სიცანცარისკენ მოუწოდებს.
„ჯერ მე მოლოდინში ვარ, რომ ვაშაძე ყველაფერს აადუღებს, სანამ შემოდგომა დამთავრებულა და ზამთარი დამდგარა. როგორც ჩანს, ახლა გეგმები შეცვალა. ასეთი გაერთიანება ბევრი გვინახავს, დაშლილიც გვინახავს, დაშლილებში ჩაბარებული, ფეიქრებზე. ცოტა სერიოზულად უნდა ვიფიქროთ რაღაცებზე, ეს ეხება – პირველ ყოვლისა, ოპოზიციონერ კოლეგებს. ხან ვადამდელს აცხადებენ, ხან მდუღარე შემოდგომას გვპირდებიან. ცოტა სერიოზულად უნდა დავსხდეთ, ცოტა მეტი სერიოზულობა და პასუხისმგებლობა და ნაკლები სიცანცარე. ასეთმა სიცანცარემ რაც მოიტანა, კი ვნახეთ NDI-ის კვლევა, სადაც დატკეპნილი ვყავართ ხალხს თითოეული ოპოზიციური პარტია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილამ.
შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ დღეს პროევროპული მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები