ალექსანდრე რაქვიაშვილი – გიორგი ვაშაძეზე: არანაირი პროევროპულობა მის ქმედებებში არ არის

რასაც გიორგი ვაშაძე აკეთებს ბოლო დროს, ეხმარება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. არანაირი პროევროპულობა მის ქმედებებში არ არის, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაშაძე პირდაპირ არღვევს ევროკავშირის რეკომენდაციების იმ ნაწილს, რაც ოპოზიციას ეხება.
„მათი საბოლოო პოლიტიკური მიზნები არ ვიცი. დაველოდები, როდის განაცხადებენ, რა იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ პროევროპელები არიან, რით განსხვავდებიან სხვა პროევროპელებისგან და მერე გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ დღეს პროევროპული მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები