“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას მოუწოდებს საქართველოში უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლოს და მათთვის საზაფხულო ბანაკი გამართოს, სადაც ბავშვები ერთი თვის ვადით დარჩებიან. აღნიშნული ინიციატივით მმართველ გუნდს უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა. მივმართავთ ინიციატივით საქართველოს ხელისუფლებას დაპატიჟონ საქართველოში ლუგანსკიდან და დონეცკიდან დევნილი ბავშვები და მათი ჩამოყვანა მოხდეს. ამას დიდი თანხები არ დასჭირდება და სჭირდება მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნება”, – აცხადებს ჯაფარიძე.