ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს რეაბილიტირებული შენობით და ახალი აუდიტორიებით შეხვდა

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს და პირველკურსელებს წელს რეაბილიტირებული შენობით, ახალი აუდიტორიებით, განახლებული ლაბორატორიული ცენტრით და განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობით შეხვდა.

უნივერსიტეტის საზეიმოდ მოწყობილ ეზოში, მისალმების ოფიციალური ნაწილი რექტორის, პროფესორ გოჩა თუთბერიძის, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის, ასევე მედიცინის ფაკულტეტების დეკანების გამოსვლით დაიწყო და შემეცნებითი თამაშებით გაგრძელდა, რომელიც პირველკურსელებისთვის სპეციალურად შეიქმნა UnikGame -ს სახელწოდებით. ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცნობაც უჩვეულო გარემოში მოახერხეს.
პირველი დღის სალექციო კურსის შემდეგ, ქუთაისის უნივერსიტეტი ყველა პირველკურსელისთვის სპეციალური ღონისძიებისთვის ემზადება, რომელიც დღეს საღამოს უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები