შალვა პაპუაშვილი: პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიდის მსჯელობა, როგორ შეიძლება – გაძლიერდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიდის მსჯელობა, როგორ შეიძლება, გაძლიერდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო სამსახურის გაყოფა იყო უმნიშვნელოვანესი, რადგან გარკვეულწილად აქ იყო ინტერესთა კონფლიქტი და ფუნქციები იყო აღრეული.

„დღეს იმართება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 6 თვის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია. რასაც ჩვენ ამ თვეების განმავლობაში ვამბობდით, დადასტურდა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო სამსახურის გაყოფა იყო უმნიშვნელოვანესი, რადგან გარკვეულწილად აქ იყო ინტერესთა კონფლიქტი და ფუნქციები იყო აღრეული. პარლამენტიდან ამ უწყებას სრული მხარდაჭერა აქვს, რადგან ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი მოქალაქეების პერსონალურ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, მათი გასაჯაროება უნდა ხდებოდეს შესაბამისი სტანდარტის დაცვით. პარლამენტში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიდის მსჯელობა, როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეს სამსახური. არის იდეები, რომელსაც უახლოეს პერიოდში ჩვენი საზოგადოება გაიგებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები