გიორგი ამილახვარი: „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-ვე პუნქტის შესასრულებლად მზად არის, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი ტრიბუნიდან მსოფლიო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ დაუდასტურებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის ზედმიწევნით შესრულება იქნება.

მისივე თქმით, პრემიერმინისტრი მსოფლიო თანამეგობრობას მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ევროკავშირის ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად.

„ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და იმ 12-პუნქტიანი გეგმის ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განგვისაზღვრა ევროკავშირმა. „ქართული ოცნება“ მზად არის, ყველა პუნქტი ზედმიწევნით შეასრულოს და სწორედ ამას მაღალი ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ დაუდასტურებს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ, 18 სექტემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს და ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები