ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ახალი სამუშაო ჯგუფები შეიქმნა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ორი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფები ფემიციდის პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიმართულებით იმუშავებენ.

ფემიციდის პრევენციის ღონისძიების დაგეგმვის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ნინო წილოსანი უხელმძღვანელებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას სახელმწიფო ენისა და საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილ ჯგუფს – ფრიდონ ინჯია.

„სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში საპარლამენტო კომიტეტების გარდა, ჩართული იქნებიან სახელმწიფო უწყებები“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები