„პროევროპელებმა ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ“ – გიორგი ვაშაძე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შესაძლო კოალიციაზე

ჩვენ, პროევროპელებმა ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „დროას“ შესაძლო გაერთიანების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ჯგუფებთან სიღრმისეულ თანამშრომლობას აპირებს.

„ჩვენ, პროევროპელებმა ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. აქ არ არის პოლიტიკურ ერთობაზე საუბარი. ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური მოძრაობა, რომელიც საქართველოს მოუტანს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ნამდვილად ვაპირებთ უფრო და უფრო სიღრმისეულ თანამშრომლობას როგორც პოლიტიკურ, ასევე არაპოლიტიკურ ჯგუფებთან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები