რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ შეთანხმებას ხელი სექტემბრის ბოლოს მოეწერება

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ შეთანხმების გაფორმება სექტემბრის ბოლოს მოსკოვში იგეგმება.

ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა.

დოკუმენტს ხელს სერგეი ლავროვი და ინალ არძინბა მოაწერენ.

შეთანხმება ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მიღებას გულისხმობს.

9 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, შესაბამის დოკუმენტს ხელი რუსეთის სახელით მოაწეროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები