“უკრაინელები იმარჯვებენ, მაგრამ ძნელია გამარჯვებაზე ფიქრი, როდესაც ამდენი მსხვერპლი და ნგრევაა” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მოკავშირეების დახმარებით, გამანთავისუფლებელ ომში “უკრაინა და მისი წარმოუდგენლად მამაცი და მტკიცე ხალხი გარკვეულ სფეროებში პროგრესს აღწევენ”, მაგრამ “ძნელია გამარჯვებაზე საუბარი”, როდესაც ამდენი რამეა განადგურებული და ამდენი ადამიანია დაღუპული.

ასე უპასუხა ბაიდენმა CBS News-ის ეთერში გადაცემა 60 Minutes-ის წამყვანის, სკოტ პელის შეკითხვას – “იმარჯვებს თუ არა ომს უკრაინა?”

ამერიკელმა ლიდერმა გაიხსენა, რომ გამარჯვება იქნება “რუსეთის სრული განდევნა უკრაინიდან და სუვერენიტეტის აღიარება” და აღნიშნა – “ისინი [უკრაინელები] ამარცხებენ რუსეთს”.

“როგორც ჩანს, რუსეთი არ არის იმდენად კომპეტენტური და უნარიანი, როგორც ბევრს ეგონა. მაგრამ ომის გამარჯვება? მას ზიანი მოაქვს და ბევრი მშვიდობიანი და უდანაშაულო ადამიანები იღუპება, საშინლად ძნელია, ეს გამარჯვებად ჩათვალო,” – თქვა ბაიდენმა.

მისი თქმით, რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა და აკეთებს უკრაინის წინააღმდეგ, არის ბარბაროსობა.

”მისი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ყველაფრის წინააღმდეგ – სამოქალაქო საავადმყოფოებიდან დაწყებული, მოხუცთა თავშესაფრებით და უბნებით დამთავრებული, რომლებშიც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ, სკოლები – ეს უბრალოდ აღმაშფოთებელია. ასე რომ, ფასი, რომელსაც უკრაინელი ხალხი იხდის ამ ომისთვის, ძალიან მაღალია. მაგრამ ჩვენ მათთან ვიქნებით, სანამ მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები