როგორ გადაარჩინა აგათა კრისტის ნაწარმოებმა გოგონას სიცოცხლე

აგათა კრისტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალია დეტექტიური პროზის ჟანრში, ხოლო მის წიგნებს იმდენად ბევრი ადამიანი კითხულობს, რომ ტირაჟი მხოლოდ ბიბლიასა და შექსპირს თუ ჩამოუვარდება. კრისტის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 1977 წელს მისმა ნაწარმოებმა ადამიანი გადაარჩინა. ლონდონის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს 19 თვის გოგონა კატარიდან. ექიმებმა ვერ გაიგეს, რა სჭირდა მას, სანამ საქმეში არ ჩაერთო ექთანი მარშა მეილენდი, რომელსაც დეტექტივების კითხვა უყვარდა.

ქალი ზუსტად იმ დროს კითხულობდა აგათა კრისტის წიგნს – „თეთრი ცხენი“, სადაც თალიუმით მოწამვლა იყო აღწერილი. მედისკოსებისთვის ძალიან რთული ამ მოწამვლის დიაგნოსტირება: ძირითადი სიმპტომებით (მოთენთილობა, დაბუჟება, მიხსიერების ჩავარდნები, საერთო სისუსტე, სიბრმავე, გაურკვეველი საუბარი), ის სხვა დაავადებებს ჰგავს, მათ შორის, ენცეფალიტს, ეპილეფსიის ზოგიერთ სახეს და ნევროზს. ამიტომ, თალიუმით მოწამვლის დროს ექიმები თავდაპირველად არასწორ დიაგნოზს სვამენ: გრიპი ან კუჭ-ნაწლავის ინფექცია. თალიუმი ადრე გამოიყენებოდა სამკურნალოდ და მას ბავშვებსაც უნიშნავდნენ, გარკვეული დოზირებით, წონის მიხედვით, თუმცა ვირთხების მოსაწამლადაც კარგი საშუალება იყო. მას არ აქვს სუნი და გემო.

ექიმები ამ შემთხვევაშიც დაიბნენ დიაგნოზის დასმის დროს, მაგრამ, როდესაც გოგონას თმის ცვენა დაეწყო, მაშინ მედდა მიხვდა, რომ მისი დაავადების სიმპტომები ძალიან ემთხვეოდა ნაწარმოებში აღწერილს. შარდის ანალიზმა გოგონას ორგანიზმში თალიუმის არსებობა დაადასტურა, გოგონას უმკურნალეს და სახლში სრულიად ჯანმრთელი გაუშვეს. აღნიშნული შემთხვევის შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ British Journal of Hospital Medicine-ში  და განსაკუთრებული მადლობაც გადაუხადეს გარდაცვლილ აგათა კრისტის. მწერალმა ბევრი რამ იცოდა შხამების შესახებ. პირველი მსოფლიო ომის დროს ის მედდად მუშაობდა საავადმყოფოში, შემდეგ კი, ფარმაცევტად აფთიაქში. ამან მის შემოქმედებაზე გავლენა იქონია. აგათამ საკუთარ ნაწარმოებებში მოწამვლის 83 შემთხვევა აღწერა. შემდეგ კრისტის არაერთხელ აბრალებდნენ, რომ ზუსტად მან გაუწია თალიუმს პოპულარიზაცია და ნამდვილ დამნაშავეებს მკვლელობის კიდეც ერთი ხერხი ასწავლა.

როგორც გაირკვა, პატარა გოგონას შემთხვევაში, მისი მშობლები სახლიდან ტარაკნების მოსპობას ცდილობდნენ. თალიუმით მოწამვლის კიდევ ერთი ცნობილი ამბავი 10 წლის შემდეგ მოხდა. 1987 წელს გაიანში 44 წლის ადამიანი ძროხის რძისგან დაიღუპა. როგორც აღმოჩნდა, ძროხამ თალიუმით შეწამლული ბალახი ჭამა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები