სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების ესკალაციას 71 აზერბაიჯანელი სამხედრო შეეწირა
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, 13 სექტემბრიდან, ვითარების ესკალაციას 71 აზერბაიჯანელი სამხედრო შეეწირა.
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Report.az. წერს.
დღეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ 6 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, შესაბამისად, ჯამური რიცხვი 71 გახდა.
ამასთანავე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხურმა მხარემ ბევრად დიდი ზარალი განიცადა და, სულ მცირე, 135 სამხედრო დაკარგა.