იტალიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის მარკეს რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვმა 10-ს მიაღწია.

ამის შესახებ Ansa წერს.

ადგილობრივი ხელისუფლების განახლებული მონაცემებით, ოთხი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის ორი ბავშვია.

როგორც მარკეს რეგიონული მთავრობის სამოქალაქო დაცვის ხელმძღვანელმა, სტეფანო აგუციმ თქვა, წვიმა გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე ივარაუდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები