აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის გამართულმა შემოდგომის აკადემიამ მუშაობა დაასრულა

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის გამართულმა რიგით მესამე შემოდგომის აკადემიამ „სტრატეგიული დაგეგმვა და შესრულებული სამუშაოს შეფასება” მუშაობა დაასრულა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ ღონისძიების მონაწილეებს შემოდგომის აკადემიის წარმატებით დასრულება მიულოცა და პარლამენტის აპარატის ინიციატივით ე.წ. „თბილისი მემორანდუმის” ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტებს შორის ჩამოყალიბებული რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის გამართული შემოდგომის აკადემია, რომელშიც საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, სომხეთის და მოლდოვის აპარატის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
16 სექტემბერს სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა. ერთკვირიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში, მონაწილეებს პრაქტიკული სწავლება OECD/SIGMA-ს საერთაშორისო ექსპერტმა მარტინ კრიევინსმა ჩაუტარა. შემოდგომის აკადემია, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, GIZ-ის პროექტის – „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები