ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში იმყოფება
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ეს მისი უკვე მესამე ვიზიტია.
“ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დენის შმიგალთან განვიხილავთ, თუ როგორ გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკისა და ხალხის ერთმანეთთან დაახლოება, როდესაც უკრაინა გაწევრიანებისკენ მიიწევს”, – დაწერა დიპლომატმა სოციალურ ქსელში.