“ზოგიერთი ქვედანაყოფი პანიკით გარბოდა და ფასეული ტექნიკა მიატოვა” – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის საოკუპაციო ძალები ხარკოვის რეგიონში, მდინარე ოსკოლის დასავლეთით მდებარე ტერიტორიიდან დიდწილად არიან გაყვანილი, ბევრმა ქვედანაყოფმა უკან დაიხია და ფასეული ტექნიკა მიატოვა.

ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

“უკანასკნელ ერთ კვირაში რუსული ჯარების გაყვანის მეთოდები განსხვავდებოდა. ზოგიერთმა ქვედანაყოფმა უკან შედარებით კარგ მდგომარეობაში დაიხია და კონტროლის ქვეშ, ხოლო სხვები აშკარა პანიკით გარბოდნენ”, – ნათქვამია მოხსენებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიტოვებული ფასეული სამხედრო აღჭურვილობა მოიცავდა, სულ მცირე, ერთი რადარი „ზოოპარკი“ და მინიმუმ ერთი საარტილერიო მართვის მანქანა.

„ასეთი ტექნიკის მიტოვება ხაზს უსვამს ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფის დეზორგანიზებულ უკან დახევას და ბრძანებისა და კონტროლის შესაძლო ლოკალურ დარღვევას“, – ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები