გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი – გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ როგორც რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე – მომავალი ურთიერთობების თემაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის, განათლების და კულტურის საკითხებზე. საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობის პერსპექტივები დავსახეთ”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები