“პუტინი წააგებს, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომს წააგებს, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტში ყოველწლიურ მიმართვაში – „კავშირის მდგომარეობის შესახებ“ განაცხადა.

“ბევრი რამ დევს სასწორზე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ – მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის. ეს იქნება ჩვენი გამოცდა. გამოცდა მათი მხრიდან, ვისაც სურს, გამოიყენოს ჩვენ შორის არსებული უთანხმოება. ეს არ არის მხოლოდ ომი, რომელსაც აწარმოებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ომი ჩვენი ენერგეტიკის წინააღმდეგ, ომი ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ, ომი ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგ, ომი ჩვენი მომავლის წინააღმდეგ. ეს არის ავტოკრატია დემოკრატიის წინააღმდეგ”, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.

დიპლომატმა დასძინა, რომ, “აუცილებელი გამბედაობითა და აუცილებელი სოლიდარობით, პუტინი წააგებს, უკრაინა და ევროპა გაიმარჯვებენ”.

“დღეს გამბედაობას სახელი აქვს და ეს სახელია “უკრაინა”. დღეს გამბედაობას აქვს სახე და ეს არის უკრაინელი მამაკაცებისა და ქალების სახე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის აგრესიას”, – დასძინა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები