ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს კიევში ჩავა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ჩავა.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტში ყოველწლიურ მიმართვაში – „კავშირის მდგომარეობის შესახებ“ განაცხადა.

ვიზიტის ანონსირებისას ფონ დერ ლაიენმა ჩამოთვალა უკრაინისა და ევროკავშირის შემდგომი დაახლოების ნაბიჯები და გეგმები.

„მარტში ჩვენ წარმატებით დავაკავშირეთ უკრაინა ჩვენს ელექტროქსელთან. ეს დაგეგმილი იყო 2024 წლისთვის და სულ რაღაც ორ კვირაში გავაკეთეთ. დღეს უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს“, – თქვა მან.

ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურს, მნიშვნელოვნად გააფართოოს ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობა.

“უკრაინული ექსპორტისთვის იმპორტის გადასახადები შევაჩერეთ. ჩვენ მივიღებთ უკრაინას ჩვენს თავისუფალ ევროპულ როუმინგულ ქსელში, ამის დროა ნამდვილად. ჩვენი “სოლიდარობის ხაზები” დიდი წარმატებაა და, ამ ყველაფრის საფუძველზე, კომისია იმუშავებს უკრაინასთან, რომ უფრო შორს წავიდეს, რათა უზრუნველყოს მისი შეუფერხებელი წვდომა ევროკავშირის ერთიან ბაზართან. ჩვენი ერთიანი ბაზარი – ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატების ისტორიაა და დროა, რომ ის წარმატებული იყოს ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვისაც.

სწორედ ამიტომ, დღეს მივემგზავრები კიევში, რათა განვიხილო ეს ყველაფერი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვაჩვენო, რომ ერთიან ბაზარს აქვს პოტენციალი უკრაინის მომავლისთვისაც“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები