“ორი დაღუპული და დაჭრილები, თბო- და ელექტროსადგურების დაბომბვის საფრთხე” – რა ვითარებაა რუსების მიერ დაბომბილ მიკოლაევში

რუსი ოკუპანტების მიერ მიკოლაევის მასიური დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანია დაღუპული, 6 – დაჭრილი, მათგან სამს დახმარება საავადმყოფოში აღმოუჩინეს.

ნანგრევებში მაშველები ერთ ადამიანს ეძებენ.

ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ჭურვები მოხვდა 9-სართულიან და 5-სართულიან შენობებს, ასევე, ბომბი ჩამოვარდა სკოლასთან ახლოს, რის გამოც შენობა ჩამოინგრა.

კიმის ინფორმაციით, იერიში ს-300-ით განხორციელდა.

ასევე, ბომბი მოხვდა ერთ-ერთ საწარმოს, რამაც შენობაში ხანძარი გამოიწვია და შენობასთან მდგომი ავტომობილი დაიწვა.

ვიტალი კიმი მიიჩნევს, რომ არსებობს მიკოლაევის კრიტიკული ობიექტების დაბომბვის საფრთხე.

„დღის განმავლობაში, თბო- და ელექტროსადგურების დაბომბვის საფრთხე არსებობს. მოერიდეთ მათ. განგაშის სიგნალებს მიაქციეთ ყურადღება”, – მიმართა მან მოქალაქეებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები