გერმანე კაზალიკაშვილი – საუკეთესო მუზეუმელი
საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის პირველ ასამბლეაზე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს მიერ წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო „საუკეთესო მუზეუმელი“ გადასცა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარ მენეჯერს – გერმანე კაზალიკაშვილს. ინფორმაციას გვერდი „მუზეუმელთა ალიანსი“ ავრცელებს.
ასამბლეას ალიანსის წევრები და დელეგატები ესწრებოდნენ, ჯამში – საქართველოს 70 მუზეუმის 400-ზე მეტი თანამშრომელი – როგორც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ისე რეგიონული და კერძო მუზეუმებიდან. ყრილობაში მონაწილე 70 მუზეუმიდან 23 კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმები იყვნენ.
A