ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით მიკოლაევი დაბომბეს.

ამის შესახებ მიკოლაევის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა.

“დღეს, პირველი ღამის შემდეგ მიკოლაევი მასიურად დაბომბეს. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები”, – აღნიშნა მან.

მერის თქმით, ამ წუთებში, ადგილზე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები და კომუნალური სამსახურები, რომლებიც ზოგიერთ ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გზას ასუფთავებენ.

“ჩვენ ვაგროვებთ დეტალურ ინფორმაციას დაბომბვის შედეგების შესახებ. დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ”, – დასძინა სენკევიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები