ალუდა ღუდუშაური: ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელი დემოკრატიული ქვეყნის იმიჯში ჯდება? – უცხო ქვეყნის მოქალაქეა და პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში

ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელი დემოკრატიული ქვეყნის იმიჯში ჯდება ან რომელი სამართლებრივი ნორმით რეგულირდება? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კრამონი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში.

„ევროპარლამენტი არ უნდა გააიგივოთ ცალკეულ დეპუტატებთან, ნებისმიერი პირი რაოდენ მაღალი სტატუსის მატარებელიც არ უნდა იყოს. ნაბიჯები რომლებიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვისთვის, ამ დროს ვალდებულება წარმოგვეშვება. მე ძალიან მაოცებს ოპოზიციაში ჟრიამული, ცალკეული პირების გამონათქვამებზე, რომელიც აზიანებს შენი ქვეყნის ინტერესებს, აქ კითხვა არ უჩნდებათ და ტაშს უკრავენ, ეს არის სირცხვილი. ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესი. პოლიტიკური ძალა, რომელიც მართავს დღეს ქვეყანას „ქართული ოცნების“ სახით, ეს ქვეყნის არჩევანია. ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს.

ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელი დემოკრატიული ქვეყნის იმიჯში ჯდება ან რომელი სამართლებრივი ნორმით რეგულირდება? უცხო ქვეყნის მოქალაქეა, პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩარევაა ის, როდესაც იძახის „მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ თურმე ხელისუფლება მიიტაცა“. ქართველმა ხალხმა მიიტაცა ხელისუფლება? თურმე ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ფონ კრამონს არ მოსწონს.

როდესაც ამბობს, რომ ჩვენს მიერ მიღებული კანონი არ მოსწონს და აქვე დასაბუთება არ მოაქვს, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. ევროპარლამენტარების, მათ შორის კრამონის განცხადება, ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში, ასევე კუბილიუსის განცხადებები. მეგობრებო, ჩვენ არ ვართ იმ რეალობაში, როდესაც ვინმემ თავში წამოგვარტყას, ქართველი ხალხის ნებას არ სცეს პატივი და ასე აბუჩად აიგდოს ქვეყნის ინტერესები. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენს ირაკლი კობახიძე, მოსწონს თუ არა კუბილიუს ან სხვას, ეს არის მეათე ხარისხოვანი. მათ გამონათქვამებზე ჩვენ გვექნება რეაქცია და ამას უნდა შეეგუონ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები