უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში უკვე 300 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში ოკუპანტისგან უკვე 3800 კვადრატული კილომეტრი და 300 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარმა განაცხადა.

„ხარკოვის რეგიონის განთავისუფლების ეს ოპერაცია რამდენიმე დღეს გაგრძელდა და რამდენიმე დღით დაიგეგმა. 6 სექტემბრიდან დღემდე, 3800 კვადრატული კილომეტრი, 300-ზე მეტი დასახლება და, დაახლოებით, 150 ათასი ჩვენი მოქალაქე გათავისუფლდა ოკუპაციისგან. ოპერაცია გრძელდება. ის დაგეგმილია ხარკოვის რეგიონის სრულ განთავისუფლებამდე“, – განაცხადა მალიარმა.

მინისტრის მოადგილემ ყველა დეტალი არ გაამჟღავნა და დარწმუნებით თქვა, რომ „ეს რაც შეიძლება მალე მოხდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები