ჯანდაცვის სამინისტრო: კოვიდსტატისტიკა თვეში ერთხელ გამოქვეყნდება

მომდევნო კოვიდსტატისტიკა ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც მონაცემები ყოველთვიურად განახლდება.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დაღმავალი ტენდენცია და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა.

ცნობისთვის, მაისიდან კოვიდსტატისტიკა ყოველკვირეულად, სამშაბათობით ქვეყნდებოდა, დღეს კი არ განახლებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები