ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეხვედრებს აგრძელებს

ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც ჯგუფის ხელმძღვანელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია წარუძღვა.

შეხვედრაზე ფინანსთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, გენერალური პროკურატურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, საკითხის ირგვლივ, დეტალური ინფორმაცია წარადგინეს.

„სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება განვიხილეთ და გამოწვევებსა და ნაკლოვანებებზე ვიმსჯელეთ. საუბარი ასევე შეეხო იმ ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს. შეხვედრის მონაწილეებმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) რეკომენდაციების შესასრულებლად კონკრეტული წინადადებები და ხედვები წარადგინეს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები