უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის დროშა ხარკოვის ოლქში მდებარე კიდევ ერთ სოფელში აღმართეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის დროშა ხარკოვის ოლქში, რუსეთთან საზღვარზე მდებარე კიდევ ერთ სოფელში აღმართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერმაკის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი სოფელ ტერნოვაიაზე დაამყარეს.

​ამასთან, მან „ტელეგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მე-14 მექანიზირებული ბრიგადის მებრძოლმა სოფელ ტერნოვაიაში დროშა აღმართა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთთან სახელმწიფო საზღვარს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები