გაერო: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 6 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში, მხოლოდ მიმდინარე თვეში, 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რითაც ომის დაწყების შემდეგ, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ, თითქმის, 6 000-ს მიაღწია.

ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშშია აღნიშნული.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის თანახმად, 24 თებერვლიდან 11 სექტემბრის ჩათვლით კონფლიქტის შედეგად 5 827 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 8 421 კი დაშავდა.

მხოლოდ ამ თვეში გაეროს მისიამ 96 მოკლული უკრაინელი და 266 დაჭრილი დააფიქსირა.

ორგანიზაციის განცხადებით, ფაქტობრივი მაჩვენებლები სავარაუდოდ მნიშვნელოვნად მაღალია.

ამასთან, მათი თქმით, ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში რთულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები