ხარკოვის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივების ცხედრები იპოვეს, რომელთაც წამების ნიშნები აქვთ

ხარკოვის ოლქის ჩკალოვსკის ტერიტორიული თემის სოფელ ჟელეზნოდოროჟნოეში, უკრაინელმა სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები აღმოაჩინეს, რომელთაც წამების ნიშნები აღენიშნებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხარკოვის რეგიონის ჩკალოვსკის ტერიტორიული თემის სოფელ ჟელეზნოდოროჟნოეს დეოკუპაციის შემდეგ, ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა სამართალდამცველებს და განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა დახოცეს მათი თანასოფლელები.

11 სექტემბერს სამართალდამცველებმა ოთხი ცხედარი იპოვეს. ყველა მათგანს წამების კვალი აქვს. მათგან სამი შინამეურნეობების ტერიტორიაზე დაკრძალეს, ერთი კი რკინიგზის სადგურის მოპირდაპირე ასფალტის ქარხნის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, დაღუპულები რუსმა სამხედროებმა მითითებულ დასახლებაში დაკავებისას მოკლეს. ამ დროისთვის ცხედრები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები