უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მინსკის შეთანხმების არც ერთ ვერსიას არ დათანხმდება.
უკრაინული მედიის ცნობით, როგორც ზელენსკიმ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინელები თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიების დეოკუპაციას ცდილობენ.
„დეოკუპაციის მთავარი მიზანია, რომ რუსეთს 2014 წელს დაწყებული ოკუპაციის გაგრძელების უფლება არ მიეცეს.
ვიცი, რომ ზოგიერთი ქვეყანა გვიბიძგებს „მინსკის პროცესამდე“. მინდა, რომ მსოფლიომ გაიგოს, დიპლომატიური გადაწყვეტა და „მინსკი“-2-3-5-10“ სხვა რამეა. „მინსკი“ ცარიელი ქაღალდია, რომ რუსეთს მიეცეს დასვენების საშუალება შემდეგ შეჭრამდე“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.