მაქს ფრიშის „კითხვარის” შესახებ – რას უწოდებთ სამშობლოს? – ლიტერატურული საღამო გაიმართება
14 სექტემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ლიტერატურული საღამო მაქს ფრიშის „კითხვარის” შესახებ – რას უწოდებთ სამშობლოს?
მწერალთა სახლის ინფორმაციით, საღამოში მონაწილეობენ: მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე და მაქს ფრიშის ფონდის პრეზიდენტი – თომას შტრესლე.
ენა: გერმანული / ქართული
ღონისძიების მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია შვეიცარიის საელჩო საქართველოში.