ცაიშთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ცაიშთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე ერთმანეთს „ტოიოტასა“ და „ფიატის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, მძიმე დაზიანება ერთ-ერთმა მძღოლმა მიიღო იგი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები