დავით კლდიაშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური გამოფენა მოამზადა

დავით კლდიაშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური გამოფენა მოამზადა.
„კლასიკოსი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ეროვნულ არქივში დაცულ ფოტოები, კინოდოკუმენტები, ავტოგრაფები, წერილობითი დოკუმენტები, პუბლიკაციები, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების კადრები ფართო საზოგადოებას ამ ფორმატით პირველად წარედგინა.
დავით კლდიაშვილი 1862 წლის 11 სექტემბერს (ძველი სტილით 29 აგვისტოს) სოფელ სიმონეთში სამსონ კლდიაშვილისა და კესარია ღოღობერიძის ოჯახში დაიბადა“, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მულტიმედიური გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://archive.gov.ge/ge/davit-kldiashvili-1?fbclid=IwAR0IDmw1agnUy3cpXyJ0QpdBx0Ya6V_QKDWRlRn7fhYNnIdvQdY12TBUlRk

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები