მიხეილ სარჯველაძე: არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილ პროცედურებში რაიმე ნაკლი აღმოაჩინოს
“დაახლოებით 20 სექტემბერს უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაიხსნა პროცესი, რომელსაც ჰქვია განაცხადების მიღება ყველა დაინტერესებული სუბიექტისგან, ვისაც სურს, რომ გახდეს სახალხო დამცველი. შესაბამისად, 20 სექტემბრამდე არც ისე დიდი პერიოდია დარჩენილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს სურვილი აქვს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან ნაკლოვანებები ეძებოს.
„მერწმუნეთ, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, რაიმე ნაკლი აღმოაჩინოს ჩვენს მიერ დაგეგმილ პროცედურებში. მხოლოდ ჩვენ ვერ ვიქნებით ინკლუზიურობაზე პასუხისმგებლები. სამწუხაროდ, ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს სურვილი, რომ ჩასაფრდეს და ჩასაფრებულის პოზიციიდან ეძებოს ნაკლოვანებები, რომელიც შესაძლოა პროცესს ჰქონდეს. ამის მიზეზს არავის არ მივცემთ. მათ საქართველოს ინტერესი, საერთო საზოგადო საქმის ინტერესები სამწუხაროდ არ აქვთ პირველ ადგილზე დაყენებული, ვიწროპარტიული და მერკანტილური ინტერესია მათი ქმედებების და დღის წესრიგის ძირითადი განმაპირობებელი“, – განაცხადა სარჯველაძემ.