მამუკა მდინარაძე – ომბუდსმენის არჩევის წესზე: სრული კარტბლანში მივეცით ოპოზიციას, მათგან კი იყო პრეტენზიები, კიდევ უფრო რატომ დავხვეწეთ ეს საკითხი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ სრული კარტბლანში მისცა ოპოზიციას ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით, მათგან კი იყო პრეტენზიები, კიდევ უფრო რატომ დაიხვეწა ეს საკითხი.

 

„რაღაც პერიოდი უნდა დაველოდოთ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, და არა მხოლოდ მათ, ვინც გარკვეული ჯგუფების მუშაობაშია ჩართული. თქვენ იცით, რომ ჩვენ სრული კარტბლანში მივეცით ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით. მათგან კი იყო პრეტენზიები, კიდევ უფრო რატომ დავხვეწეთ ეს საკითხი. წარმოუდგენელი ამბავია, მაშინ როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ საერთოდ არ ჩავერევით. მათზე არის ყველაფერი – წარმოადგინონ, მიიღონ მონაწილეობა დაკომპლექტებაში, შეარჩიონ შეფასებული კანდიდატები და წარუდგინონ პარლამენტს რამდენიმე კანდიდატი. ამ ფონზეც კი ისინი ახერხებენ სპეკულაციებს. პირველი მოსმენისგან განსხვავებით, როცა რადიკალური ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ამას, შემდეგ იყო განხეთქილება და მეორე-მესამე მოსმენებზე ევროპული რეკომენდაციების ერთ-ერთ პუნქტს მათ მხარი აღარ დაუჭირეს. გასაგებია, რომ ქვეყანა არ ადარდებთ, მაგრამ იქნებ იმას მაინც მიხვდნენ, რომ ეს პიარულად წამგებიანია მათთვის. შეიძლება ამან უფრო აიძულოთ მათ, ჩაერთონ ამ პროცესში. გუშინ გრიგოლ ლილუაშვილი იდგა ტრიბუნასთან და სხდომის გარკვეული ნაწილი დავხურეთ. როგორც კი კამერები მოშორდა პარლამენტის დარბაზს, მათი ენთუზიაზმი განულდა და მხოლოდ რამდენიმე კითხვა დასვეს. მათ კიდევ აქვთ დრო, რომ ჩაერთონ ამ პროცესში. თუ მხოლოდ იმ ხალხით სურთ შეფასების კომისიის დაკომპლექტება, რომელიც ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდა, მაგალითად, ISFED-ით, მაშინ სხვა საკითხია, მაგრამ თვითონ მიიღონ მონაწილეობა, წარმოადგინონ კომისიის წევრობის კანდიდატები და პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ მათ აღარ ექნებათ სალაპარაკო“, – აცხადებს მდინარაძე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები