„ეს „გიჟი ჯაფარა“ ცდილობს, რომ იმიჯი შეიქმნას ვითომ რადიკალის და ოპოზიციონერი ლიდერის“ – ირაკლი ზარქუა

„ნუ აჰყვებით პროვოკაციას, ამ ქვეყანას დაძაბულობა არ სჭირდება მეგობრებო, ამ ქვეყანას სჭირდება ჩართულობა, ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და განვითარება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „გიჟი ჯაფარა“ ახალგაზრდების ხარჯზე ცდილობს, რომ ვითომ რადიკალის და ოპოზიციური ლიდერის იმიჯი შეიქმნას.

„გიჟი ჯაფარას“ ვეძახი, თვითონაც ასე ეძახიან, აი პარლამენტს რომ ზომავს, 200 კაცი შეეტევა თუ არა, თქვენ ეს კონსტრუქციულობა გგონიათ? ეს „გიჟი ჯაფარა“ თქვენს ხარჯზე ცდილობს, რომ იმიჯი შეიქმნას ვითომ რადიკალის და ვითომ ოპოზიციური ლიდერის. როგორც 20 ივნისს, რომელიც იყო ტრაგედია ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, რაც იქ მოხდა. აი ასე შეგატოვებთ ახალგაზრდებს თუ ვინმემ რამე გაბედა, იქ იქნება დაპირისპირება და შემდგომ თვითონ ბუჩქებში მიიმალებიან როგორც ეს გააკეთეს. ნუ აჰყვებით პროვოკაციას, ამ ქვეყანას დაძაბულობა არ სჭირდება მეგობრებო, ამ ქვეყანას სჭირდება ჩართულობა, ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და განვითარება, ამ მიმართულებით მივდივართ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები