“პუტინს სამხედრო სიძლიერის ჩვენება უნდოდა და ახლა დახმარებას ჩრდილოეთ კორეას სთხოვს” – ბლინკენი

რუსეთმა უკრაინაში შეჭრით არა თუ საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება შეძლო, არამედ იძულებულია – იარაღის მისაღებად სხვა ქვეყნებს მიმართოს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“პრეზიდენტი პუტინი ფიქრობდა, რომ მისი შეჭრა რუსეთის სამხედრო ძალას გამოავლენდა. ამის ნაცვლად, რუსული არმია მიმართავს ჩრდილოეთ კორეას და ირანს იარაღის საჭირო მარაგისთვის. ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები აგრძელებს ზრდას, მათი ხელმძღვანელობის წყალობით, სამხედროების სიმამაცის, ასევე, მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერის გამო“, – თქვა ბლინკენმა.

დიპლომატის თქმით, პუტინი იმედოვნებდა, რომ დასავლეთის სურვილი ეკონომიკური ზეწოლის მოხდენისა დროთა განმავლობაში შემცირდებოდა, ამის ნაცვლად მოკავშირეები გაერთიანდნენ რუსული მუქარის ფონზე და რუსეთის ეკონომიკას უპრეცედენტო ფასი დააკისრეს.

„1000-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა რუსული ბაზარი. ექსპორტის კონტროლი არ იძლევა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის მიწოდების საშუალებას. რუსეთს არ შეუძლია, მხარი დაუჭიროს ეკონომიკის საკვანძო სექტორებს​ ავტოწარმოებიდან სამხედრო ექსპორტამდე. მათ არ შეუძლიათ შეცვალონ იარაღი, რომელიც გამოიყენეს უკრაინაში“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები