კობახიძე: კუბილიუსი პირდაპირ ჩართულია იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარი კუბილიუსი ჩართულია იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა.

კობახიძის თქმით, კუბილიუსს თავად აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე.

„შეგახსენებთ, რა თქვა ვიოლა ფონ კრამონმა. ვიოლა ფონ კრამონმა თქვა ასეთი რაღაც, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია და კონკრეტულად მისი ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ივანიშვილის სანქცირებას, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. წარმოიდგინეთ, ასეთი რამ თქვა ვიოლა ფონ კრამონმა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება, შეფასდეს ეს ადამიანი, თავად განსაზღვრეთ. როდესაც ასეთ ბრალს უყენებ და უკადრებელს ჰკადრებ ამერიკელ პარტნიორებს, რას იმსახურებს, რა შეფასებას იმსახურებს ეს ქალბატონი, თავად შეგიძლიათ, განსაზღვროთ.

არ ვიცი, რა ამოძრავებს კუბილიუსს. შეიძლება, ეჭვები მქონდეს, მაგრამ, არ ვიცი. კუბილიუსი პირდაპირ ჩართულია იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად. პირადად კუბილიუსი არის პირდაპირ ჩართული ამ კამპანიაში. რა ამოძრავებს, არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია, არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ის ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს ბოდიში აქვს მოსახდელი ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები