ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ სახელმწიფოდ გამოცხადდა – იარაღის ერთპიროვნული განკარგვის უფლება კიმ ჩენ ინს ექნება

ჩრდილოეთ კორეაში საკანონმდებლო დონეზე ჩაიწერა, რომ ქვეყანა არის ბირთვული სახელმწიფო და კიმ ჩენ ინს აქვს უფლება, ამ იარაღთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დადგენილება, სახელწოდებით – „ბირთვული იარაღის პოლიტიკა“, ცენტრალური სახალხო მე-14 მოწვევის კრების მიერ 7 სექტემბრის სესიაზე იქნა დამტკიცებული.

დოკუმენტში 11 პუნქტია, რომლებიც შეიცავს დებულებებს ბირთვული იარაღის დანიშნულების, ბირთვული ძალების შემადგენლობის, მათზე ბრძანებისა და კონტროლის, ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ, მათი გამოყენების პრინციპებსა და პირობებზე, მობილიზაციაზე, უსაფრთხო ტექნიკურ მომსახურებასა და დაცვაზე, მასიური გაძლიერების, განახლების შესახებ და სხვა.

მესამე პუნქტში – „ბირთვული იარაღის გამოყენება და კონტროლი“ ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს აქვს მათი განკარგვის ერთპიროვნული უფლება და ის იღებს „ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც ბირთვულ იარაღს უკავშირდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები