სალომე ზურაბიშვილი: დედოფალმა ელისაბედ მეორემ იცხოვრა თავისი ხალხის ერთგულებით – ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა სამეფო ოჯახთანაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების გამო სამეფო ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„მისმა უდიდებულესობამ, დედოფალმა ელისაბედ მეორემ იცხოვრა თავისი ხალხის, მისი ერისა და თანამეგობრობისადმი ერთგულებით. დემოკრატიისა და ღირსების, ღირებულებების, მიზანდასახულობისა და თავდადების მოდელი, რომელმაც ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიმსახურა. ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა სამეფო ოჯახთანაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები