შალვა პაპუაშვილი: ელისაბედ II არაჩვეულებრივი პიროვნება და ლიდერი იყო – მისი მემკვიდრეობა მომდევნო ათწლეულებს განსაზღვრავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს მისი უდიდებულესობის დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. ის არაჩვეულებრივი პიროვნება და ლიდერი იყო, რომელიც მეფობდა და ისტორიას 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქმნიდა. მისი მემკვიდრეობა მომდევნო ათწლეულებს განსაზღვრავს“, – წერს შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
My heartfelt condolences to the Royal Family and the people of UK on the passing of her Majesty Queen Elizabeth II. She was an extraordinary personality and leader who reigned and shaped the history for over 70 years. Her legacy will define many more decades to come. @RoyalFamily
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) September 8, 2022