გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი დღევანდელი განცხადება საზოგადოებისთვის სიახლე არ არის – გვინდა, ლოგიკურად გავაგრძელოთ ის პროცესი, რასაც ჰქვია საზოგადოების ინფორმირება

„ჩვენი დღევანდელი განცხადება საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. სამწუხაროდ, აგენტურის ქსელი რომ არსებობს სახელმწიფოში, ეს ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, გვინდა, ლოგიკურად გავაგრძელოთ ის პროცესი, რასაც ჰქვია საზოგადოების ინფორმირება”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოში იქნები ამერიკის თუ ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტი, ეს არის მიუღებელი.

“წინა წერილებში ლოგიკურად დავაკავშირეთ ფაქტები ერთმანეთთან და იმ დასკვნამდე მივედით, რომ საქართველოში რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებს დგამდნენ, სამწუხაროდ, ამ ფაქტების ლოგიკური კავშირით აღმოჩნდა, ამ ამის წამახალისებელი და კოორდინატორიც ამერიკის საელჩო იყო. სახელმწიფოში იქნები ამერიკის თუ ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტი, ეს არის მიუღებელი. საზოგადოება უნდა იყოს საქმის კურსში რა ხდება სახელმწიფოში. ამით ერთგვარ პრევენციას ვაკეთებთ, რომ აღქმული არ იყოს ისე, რომ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომლის აგენტად ყოფნა მიღებული იყოს, ეს ასე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები