გებრეისუსი: კორონავირუსით ყოველკვირეული გარდაცვალების რიცხვი 80%-ით შემცირდა

მსოფლიოში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი მცირდება, თებერვლის შემდეგ ყოველკვირეული სიკვდილიანობა 80%-ით არის შემცირებული, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა პრესკონფერენციაზე.

„ავადობისა და სიკვდილიანობის გლობალური ზრდა გრძელდება. ყოველკვირეული გარდაცვალების რიცხვი, თებერვლიდან 80%-ით შემცირდა. ეს ძალიან დამაიმედებელია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება”, – თქვა მან.

28 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოში 598 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული და 6,4 მილიონზე მეტი – გარდაცვალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები