„ევროპა იმკის, რაც დათესა“ – ერდოღანი ენერგოკრიზისზე
თურქეთისს პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის თქმით, ევროპაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისი არის იმის შედეგი, რაც დასავლეთმა დათესა.
ამის შესახებ მან ანკარადან სარაევოში გაფრენის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბუნებრივ აირთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ევროპა მართლაც იმკის – რასაც დათესა. ევროპის პოზიციამ ბატონი პუტინის მიმართ, ისევე – როგორც დაწესებულმა სანქციებმა, გამოიწვია საპასუხო რეაქცია. რუსეთის ლიდერმა ნათლად თქვა: „თუ ამას გააკეთებ, მეც ანალოგიურად მოვიქცევი“. პუტინი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს და იარაღს. ამ ინსტრუმენტებს შორის მთავარია ბუნებრივი აირი. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვსურს ასეთი განვითარება, მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს ევროპაში“, – განაცხადა ერდოღანმა.