რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლი “გრადის” ტიპის სისტემიდან დაბომბეს. იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიჭრა.
ამის შესახებ Telegram-ში დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ დაწერა.
„ნიკოპოლის რაიონი ღამით ისევ დაიბომბა. რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა ტერიტორია სამჯერ დაბომბეს “გრადებით”. ნიკოპოლში საცხოვრებელ უბნებზე მიიტანეს იერიში. ორი ადამიანი დაშავდა – კაცი და ქალი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მათ მდგომარეობას საშუალო სიმძიმით აფასებენ”, – წერს რეზნიჩენკო.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქალაქში 20 მაღალსართულიანი და 11 კერძო სახლი დაზიანდა.
„დანგრეულია ერთი სახლი. მტრის ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღს, ორ ლიცეუმს, ტექნიკურ შემოქმედებით ცენტრს და სპორტ-კლუბს. ქალაქში დაზიანდა რამდენიმე გაზსადენი და მანქანა, რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზიც. 2000-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. უკვე მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადები“, – განაცხადა მან.